ფეხბურთი

16:28 | 10.02.2020 | ნანახია [] - ჯერ

"სამტრედიას" თურქული შეკრება და სპარინგები

საქართველოს 2016 წლის ჩემპიონი „სამტრედია“ თურქეთის ქალაქ ანტალიაში გაემგზავრა, სადაც წინასასეზონო შეკრებას გაივლის.

როგორც იმერული გუნდის ვებგვერდი იტყობინება, თურქული შეკრება 23 თებერვლამდე გასტანს და ამ პერიოდში ოთხი სპარინგ შეხვედრაცაა დაგეგმილი.

კახი კაჭარავას გუნდი 13 თებერვალს სლოვენიურ კოპერს, ხოლო 22 თებერვალს, ყაზახურ „ორდაბასს“ გაეჯიბრება. დანარჩენი ორი მეტოქის ვინაობა კი მოგვიანებით დაზუსტდება.

თეგებისამტრედია
0.124832