ფეხბურთი

20:07 | 12.11.2014 | ნანახია [] - ჯერ

რუსებს კაპელოსთვის ხელფასის გადახდა არ შეუძლიათ

რუსეთის ფეხბურთის კავშირს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელისთვის, ფაბიო კაპელოსთვის ხელფასის გადასახდელად საჭირო თანხები არ გააჩნია. ამ ინფორმაციას კავშირის აღმასრულებელი კომიტეტის წევრი სერგეი სტეპაშინი ადასტურებს.

“სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ რუსეთის ფეხბურთის კავშირს კაპელოს ხელფასის გადასახდელად თანხები არ გააჩნია.” – ციტირებს სტეპაშინის სიტყვებს Interfax-ი.

კაპელო მსოფლიოში ყველაზე მაღალანაზღაურებადი სანაკრებო მწვრთნელია. არაოფიციალური ინფორმაციით, მისი წლიური ხელფასი 11 მილიონი დოლარია. თუმცა, ერთია რა წერია კონტრაქტში და მეორე – რამდენს იღებს იტალიელი რეალურად. როგორც ცნობილია, კაპელოს ხელფასი ივნისის შემდეგ არ აუღია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.121916