ფეხბურთელების მხრიდან შვედი გარემოსდამცველი აქტივისტი გოგონას, გრეტა ტუნბერგის უარყოფით კონტექტში მოხსენიება ბოლო დროს ერთგვარ უსიამო ტრენდად იქცა და საერთო ოცობოდიას, არც მიუნჰენის “ბაიერნის“ ყოფილი ფეხბურთელი, ლეგენდარული მეჰმედ შოლი ჩამორჩა.
მეჰმედმა მიუნჰენური კლუბის აჟამინდელი მოთამაშე, 24 წლის ჯოშუა კიმიხი გრეტა ტუნბერგს შეადარა და განაცხადა, რომ ჯოშუა ვერაფრით გაიზრდა. იგი ვერასოდეს მივა ბასტიან შვაინშტაიგერის დონემდე და ისეთ ინტერიუებს იძლევა, თითქოს მიუნჰენური გიგანტის მოთამაშე კი არა, გრეტა ტუნბერგი იყოს...
ამ განცხადებას რა გასაკვირია რომ მალევე მოჰყვა სამოქალაქო სექტორის მძაფრი რეაქცია. ბევრი ადამიანი მეჰმედ შოლისგან საჯაროდ ბოდიშის მოხდას ითხოვს. ერთი რამ კი მართლაც გასაოცარია - რა ავი შთაგონების წყაროა ამისთანა ეს გრეტა ტუნბერგი, რომ ამოდენა ლეგენდარული ხალხი დამდგარა და ჭარმაგი ყვავივით ყრანტალებენ...