ფეხბურთი

12:48 | 5.10.2014 | ნანახია [] - ჯერ

კონტემ ბალოტელი კვლავ ნაკრების მიღმა დატოვა

იტალიის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ანტონიო კონტემ ევროპის 2016 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ჯგუფური ეტაპის მომდევნო ორი მატჩისთვის 26-კაციანი შემადგენლობა დაასახელა.

\"სკუადრა აძურას\" შემადგენლობაში ორი ახალი ფეხბურთელია - \"საუთჰემპტონის\" თავდამსხმელი გრაციანო პელე და \"ემპოლის\" მცველი დანიელე რუგანი. ანტონიო კონტემ იტალიის ნაკრებში \"მილანის\" ნახევარმცველი ჯაკომო ბონავენტურა დააბრუნა, რომელსაც \"სკუადრა აძურას\" მაისურით დებიუტი 2013 წლის 31 მაისს სან მარინოსთან გამართულ ამხანაგურ მატჩში (4:0) ჰქონდა. იტალიელმა სპეციალისტმა ნაკრებში \"ლივერპულის\" თავდამსხმელ მარიო ბალოტელის კვლავ არ უხმო.

იტალიის ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალური ვებ-გვერდის ინფორმაციით, აზერბაიჯანსა და მალტასთან გასამართი შეხვედრებისთვის კონტეს გაფართოებული შემადგენლობა შემდეგნაირად გამოიყურება:

მეკარეები: ბუფონი (\"იუვენტუსი\"), პერინი (\"ჯენოა\"), სირიგუ (პსჟ, საფრანგეთი).

მცველები: ბონუჩი, კიელინი, ოგბონა (სამივე \"იუვენტუსი\"), რანოკია (\"ინტერი\"), რუგანი (\"ემპოლი\")

ნახევარმცველები: აკვილანი (\"ფიორენტინა\") ბონავენტურა, დე შილიო, პოლი (\"მილანი\"), კანდრევა (\"ლაციო\"), დარმიანი (\"ტორინო\"), ფლორენცი (\"რომა\"), მარკიზიო (\"იუვენტუსი\"), პაროლო (\"ლაციო\"), პასკუალი (\"ფიორენტინა\"), მოტა, ვერატი (ორივე პსჟ, საფრანგეთი).

თავდამსხმელები: დესტრო (\"რომა\"), ჯოვინკო (\"იუვენტუსი\"), იმობილე (\"დორტმუნდი\", გერმანია), ოსვალდო (\"ინტერი\"), პელე (\"საუთჰემპტონი\", ინგლისი), ზაზა (\"სასუოლო\").

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115213