ფეხბურთი

23:55 | 9.02.2020 | ნანახია [] - ჯერ

მიხეილ აშვეთია: "რამდენიმე ლეგიონერი დავითანხმეთ და საქართველოში მალე ჩამოვლენ"

ქუთაისის „ტორპედო“ შეიკრიბა და ახალი სეზონისთვის მზადება დაიწყო. იმერული გუნდის მთავარი მწვრთნელის მიხეილ აშვეთიას განცხადებით, დროის სიმცირის გამო უცხოეთში შეკრება დიდი ალბათობით ვერ მოხერხდება და გუნდი საქართველოში მოემზადება.

აშვეთიან განაცხადა, რომ ფეხბურთელებთან მოლაპარაკებები გრძელდება და რამდენიმე ლეგიონერი „ტორპედოში“ თამაშზე თანახმა არიან.

"ვარჯიში გუშინ არასრული შემადგენლობით დავიწყეთ. დღეს რამდენიმე ახალწვეული შემოგვემატა, ვემზადებით ახალი სეზონისთვის. ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს კიდევ რამდენიმე ფეხბურთელთან. სავარაუდოდ, 3-4 დღეში გუნდი თითქმის დაკომპლექტდება. ვესაუბრებით ლეგიონერებსაც, რამდენიმე უკვე დავითანხმეთ და ისინი საქართველოში მალე ჩამოვლენ. ამის მერე მოგაწვდით ინფორმაციას მათ შესახებ.

კლუბის პრეზიდენტთან ვაზუსტებთ შეკრების საკითხსაც. დროის სიმცირიდან გამომდინარე ნაკლებად სავარაუდოა, უცხოური შეკრება მოვასწროთ. ალბათ მაინც საქართველოში გავივლით“, - ციტირებს „ტორპედოს“ ვებგვერდი აშვეთიას სიტყვებს.

0.119965