ფეხბურთი

21:41 | 9.02.2020 | ნანახია [] - ჯერ

მერებაშვილის გოლი, საგოლე პასი და "ვისლას" 5 წუთში გაშვებული სამი გოლი (+VIDEO)

პოლონეთის ექსტრაკლასა ზამთრის პაუზის შემდეგ განახლდა. გიორგი მერებაშვილის „ვისლამ“ „პოგონს“ უმასპინძლა და საოცრად დრამატულ შეხვედრაში 2:3 წააგო.

ჩვენებურმა შეუცვლელად ითამაშა და საკუთარ გუნდში საუკეთესო იყო. გიორგიმ მეცხრე წუთზე ანგარიში გახსნა, თუმცა სამართლიანობისთვის უნდა აღინიშნოს, რომ მცველის რიკოშეტი დიდად დაეხმარა მიზნის მიღწევაში და მთელი რიგი გამოცემების ვერსიით, ავტოგოლადაც ჩაითვალა.

71-ე წუთზე ქართველმა შემტევმა საგოლე პასი შეასრულა, როდესაც იაკუბ რჟენჩიჟაკს დაეხმარა გატანაში და პლოცკელები ორბურთიანი სხვაობით დაწინაურდნენ.

ამის შემდეგ კი, „ვისლას“ თავს კოშმარ დატრიალდა ხუთ წუთიან ინტერვალში (77-ედან 82-ე წუთამდე) „პოგონმა“ სამი გოლი გაიტანა და მოიგო. პლოცკის „ვისლა“ 21 თამაშში მოპოვებული 30 ქულით სატურნირო ცხრილის მერვე ადგილზეა.

0.122629