საქართველოს მოქმედმა ჩემპიონმა „დინამო თბილისმა“ თურქეთში მორიგი სპარინგ მატჩი ჩაატარა და მორიგი მარცხი განიცადა.
კახა ჩხეტიანის გუნდი ბოსნიურ „მლადოსტს“ დაუპირისპირდა და დაძაბულ ბრძოლაში 0:1 წააგო.
ეს იყო „დინამოს“ რიგით მეხუთე თამაში წინასასეზონო შეკრებაზე და ჯერაც მოუგებელად თამაშობს: 1 ფრე, 4 წაგება. თბილისელები თურქეთში კიდევ ორ ამხანაგურ შეხვედრას ჩაატარებენ. 12 თებერვალს „ოლექსანდრიას“, ხოლო 15 თებერვალს კიევის „დინამოს“ გაეჯიბრებიან.