ლეგენდარული ფრანგი ძიუდოისტის ტედი რინერის უძლეველი სერია დასრულდა. 30 წლის ლეგენდა პარიზის გრან პრიზე იაპონელ კოკორო კაგუერას დაუპირისპირდა და ყველასთვის მოულოდნელად წააგო.
რინერი ოქტომბერში ბრაზილიის გრან პრიზე ჩემპიონობის შემდეგ პირველად გავიდა ტატამზე და 10-წლიანი წაუგებელი სერია დაასრულა. სიმბოლურია, რომ ტედის წარმოუდგენელი სვლა სამშობლოში, საკუთარი გულშემატკივრის თვალწინ შეწყდა.
ფრანგის საოცარი სერია 2010 წლიდან იწყებოდა და ამ პერიოდში 152 შეხვედრიდან ყველა მოგებული ჰქონდა. შეგახსენებთ, ტედი რინერი 10-ჯერ მსოფლიოს, 5-ჯერ ევროპის, ხოლო 2-ჯერ ოლიმპიური ჩემპიონი გახდა.