ყაზანის „რუბინი“ სეზონის მეორე ნაწილისთვის თურქეთში ემზადება და დღეს მორიგი ამხანაგური თამაში ლატვიურ „სპარტაკსთან“ ჩაატარა, რომელიც ადვილად, 4:1 მოიგო.
ხვიჩა კვარაცხელია და ზურიკო დავითაშვილი მოედანზე პირველ ტაიმში იყვნენ და პირველი გოლიც მათი დამსახურებაა.
მერვე წუთზე კვარაცხელიას ჩაწოდების შემდეგ დავითაშვილმა თავით გაიტანა და ანგარიში გახსნა. მეორე ნახევარში ლეონიდ სლუცკის გუნდმა კიდევ სამჯერ დაამწუხრა მეტოქე და გამარჯვება არ გასჭირვებია.