ფეხბურთი

16:25 | 9.02.2020 | ნანახია [] - ჯერ

პეტი: "მესი რონალდუ არაა, მისი კარიერის დასასრული ახლოსაა"

ვეტერანმა ფრანგმა ფეხბურთელმა ემანუელ პეტიმ ლიონელ მესი გააკრიტიკა. 1998 წლის მსოფლიოს და 2000 წლის ევროპის ჩემპიონი დარწმუნებულია, რომ არგენტინელის კარიერა დასასრულს უახლოვდება.

პეტის განცხადებით, მესი არაა კრიშტიანუ რონალდუ და მასავით იდეალური მანქანა. გარდა ამისა, ლიონელის „მანჩესტერ სიტისა“ და პრემიერლიგაში შესაძლო გადასვლის საკითხსაც პესიმისტურად უყურებს.

„მესი არაა კრიშტიანუ რონალდუ, მენტალურად იგივე მანქანა არაა. რონალდუ მონსტრია, ხოლო 32 წლის მესი მხოლოდ ერთი ან ორი წელი ითამაშებს იმავე დონეზე.

პრემიერლიგაში მისი ტრანსფერი? გულწრფელად რომ გითხრათ, არ ვფიქრობ, რომ ინგლისური ფეხბურთის ინტენსივობას შეესაბამება, პრემიერლიგაში სხვა ფეხბურთია, ესპანეთში კი ამ კუთხით მესი დაცულია. „მანჩესტერ სიტის“ გულშემატკივრებისთვის სიამოვნება იქნებოდა მისი ნახვა, მაგრამ მე ასე არ ვფიქრობ, რადგან ასეთმა კლუბმა მესი 32-33 წლის ასაკში არ უნდა იყიდოს. თუ ეს უნდოდათ რამდენიმე წლის წინ უნდა გაეკეთებინათ.

„ბარსელონაში“ შესაშნავი ფეხბურთელების გვერდით თამაშის შემთხვევაში კი აღარ ექნება იგივე რიტმი ან დრიბლინგის უნარი. დარწმუნებული ვარ, რომ მისი დასასრული შორს არაა“, - განაცხადა ემანუელ პეტიმ.

0.113816