ფეხბურთი

15:18 | 9.02.2020 | ნანახია [] - ჯერ

"ვერონას" მწვრთნელი: "ასეთ სეზონს არ ველოდით"

"ვერონას" მთავარმა მწვრთნელმა ივან იურიჩმა ტურინის "იუვენტუსთან" მოგებული სერია A-ს მატჩის შემდეგ განაცხადა, რომ კარგ სეზონზე ფიქრობდნენ, მაგრამ ასეთზეც არა. მწვრთნელმა ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ ახალგაზრდული და ამბიციური გუნდი ჰყავს.

"არც კი ვიცი რა ვთქვა. ვფიქრობდით, რომ კარგი სეზონი გვექნებოდა, თუმცა ასეთსაც არ ველოდით. ბევრი ახალგაზრდა ფეხბურთელი გვყავს, რომელთაც ძალიან უნდათ იტალიის ჩემპიონატში თამაში, მათ შორისაა მარაშ კამბულა, რომელმაც დუგლას კოსტა გაანეიტრალა. ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ვითამაშებდით რისკიან ფეხბურთს და ვცდილობთ ხოლმე მეტოქეს პრობლემები შევუქმნათ." - ციტირებს DAZN-ი იურიჩის სიტყვებს.

"ვერონამ" "იუვენტუსის" 2:1 დამარცხების შემდეგ სატურნირო ცხრილში დროებით მეექვსე ადგილი დაიკავა. გუნდს ჩემპიონატში რვამატჩიანი წაუგებელი სერია აქვს. მომდევნო მატჩს "ვერონა" სტუმრად "უდინეზესთან" ჩაატარებს.

0.119111