ფეხბურთი

11:05 | 9.02.2020 | ნანახია [] - ჯერ

სეტიენი: "ბარსელონა" შემტევს ეძებს და რამდენიმე კანდიდატი უკვე გვყავს"

"ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა კიკე სეტიენმა განაცხადა, რომ კლუბი შეტევის ხაზის გასაძლიერებლად ფეხბურთელებს ეძებს და რამდენიმე კანდიდატი უკვე შერჩეული ყავთ, თუმცა ტრანსფერი ბევრ რამეზე იქნება დამოკიდებული.

"ცხადია, რომ კიდევ ერთი თავდამსხმელი გვჭირდება. რამდენიმე კანდიდატი უკვე გვყავს, თუმცა ტრანსფერი ბევრ ფაქტორზე იქნება დამოკიდებული. "ბეტისთან" მატჩს რაც შეეხება, მიმდინარე სეზონში გუნდს გასვლაზე თამაში უჭირს და სტუმრად უფრო შედეგიანად უნდა ვითამაშოთ." - განაცხადა პრესკონფერენციაზე სეტიენმა.

"ბარსელონა" ესპანეთის თასის მეოთხედფინალური ეტაპიდან გამოვარდა, გუნდმა სტუმრად "ბილბაოსთან" 0:1 წააგო. ჩემპიონატში "ბლაუგრანა" მეორე ადგილზეა 46 ქულით და ლიდერ მადრიდის "რეალს" სამი ქულით ჩამორჩება.

0.109143