გერმანიის ბუნდესლიგის XXI ტურის მთავარი თამაში კვირას „ბაიერნსა“ და „ლაიფციგს“ შორის გაიმართება. ინტერესი დიდია, რადგან გათამაშების ლიდერები შეერკინებიან და „რეკორდმაისტერმა“ „რედ ბულს“ წინა ტურში გადაასწრო.
თუმცა, იქამდე ერთი მაგარი თამაში შედგა, „ბაი არენაზე“ „ლევერკუზენმა“ და „დორტმუნდმა“ ნამდვილი შოუ შესთავაზეს ქომაგებს.
„ყვითლების“ რიგებში ჩინებული სერია დაასრულა ერლინგ ჰოლანდმა, რომელმაც შეუცვლელად ითამაშა, მაგრამ მეტოქის ამჯერზე ვერ აიღო და თამაში უგოლოდ დაასრულა. ამის გარეშეც ლუსიენ ფავრის გუნდმა გოლები გაიტანა, მაგრამ დაცვაში მეტისმეტად ცუდად ითამაშა, რაც უქულოდ დარჩენად დაუჯდა.
კევინ ვოლანდმა პირველივე ტაიმში დუბლი შეასრულა, თუმცა გერმანელის გოლებს შორის, მატს ჰუმელსმა და ემრე ჯანმა გაიტანეს. ამ უკანასკნელმა ბუნდესლიგაში „დორტმუნდის“ რიგებში პირველი თამაში ჩაატარა და ისეთი გოლი გაიტანა, თქვენგან მოწონებული. მეორე ნახევარში სტუმრები კიდევ ერთხელ დაწინაურდნენ, მაგრამ „დორტმუნდს“ გამარჯვება არ ეწერა. ლეონ ბაილიმ და ლარს ბენდერმა მატჩის მიწურულს ერთწუთიან ინტერვალში ორჯერ დაამწუხრეს „ბორუსია“ – 4:3.
„დორტმუნდმა“ ამ წაგებით კარგი შანსი გაანიავა, რადგან როგორც უკვე ვთქვით, ხვალ მისი კონკურენტები ერთმანეთს ხვდებიან და შეეძლო ამით ესარგებლა, მაგრამ ვერ შეძლო.
სამაგიეროდ, „ლევერკუზენი“ მიუახლოვდა ლიდერებს, ხოლო იგივეს გაკეთების შანსი „შალკესაც“ ჰქონდა, მაგრამ შინ „პადერბორნთან“ ბოლოსკენ გაუშვა და კინკილა ქულას დასჯერდა.
კვირას 21-ე ტური „ბაიერნი“ – „ლაიფციგისა“ და „გლადბახი“ – „კიოლნის“ მატჩით დასრულდება.
„შალკე“ – „პადერბორნი“ 1:1 (0:0)
გოლები: 1:0 კუტუჯუ (63), 1:1 გაისულა (81)
„ჰერტა“ – „მაინცი“ 1:3 (0:1)
გოლები: 0:1 ქუაისონი (17), 0:2 ქუაისონი (82), 1:2 ბრუმა (84, ა.გ), 1:3 ქუაისონი (90, პენ)
„ფრაიბურგი“ – „ჰოფენჰაიმი“ 1:0 (1:0)
გოლი: 1:0 ვალდშმიდტი (40, პენ)
„ვოლფსბურგი“ – „დიუსელდორფი“ 1:1 (0:1)
გოლები: 0:1 ციმერმანი (13), 1:1 სტეფენი (50)
„ვერდერი“ – „უნიონი“ 0:2 (0:0)
გოლები: 0:1 ბუტლერი (52), 0:2 ბუტლერი (72)
„ლევერკუზენი“ – „დორტმუნდი“ 4:3 (2:2)
გოლები: 1:0 ვოლანდი (20), 1:1 ჰუმელსი (22), 1:2 ემრე ჯანი (33), 2:2 ვოლანდი (43), 2:3 გერეირო (65), 3:3 ბაილი (81), 4:3 ლ. ბენდერი (82)
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
სულ არ გაგიმართლებს მარგველ ჯიგარო შარშან რომ ბაულ ანის გარდა ჭიდაობა არცერთმა იცოდა და ისე აიგე ბრინჯაო ცოტა უნდა ივარჯიშო იაპონიაში წასვლა არ შვეშის არაფერს იქაური ჰაერის ჩასუნთქვით კი არ ისწავლება ჭიდაობა
მსუბუქ წონებში მედლის მოპოვების დიდი იმედი არ მქონდა. ყოჩაღ პაპინაშვილს.
ისეთი სახელი ჰქვია, რომ უიღბლობა სულ მისი თანმდევი იქნება. კლდეზე მიჯაჭვული ამირანიც ეგრეა - ლოკავს მურია ჯაჭვს, საცაა უნდა გაწყვიტოს და... მიდის მჭედელი და ისევ ამრთელებს.
ეს რა თქმა უნდა ხუმრობით :::
მაინც დამაკმაყოფილებელი შედეგია პაპინასთვის
განსაკუთრებით ორუჯოვის ინტერესი მაქვს როგორ ემზადებიო ხოლმე შავისთან შესახვედრადო და რა ტაქტიკით ჭიდაობო მაგასთანო ჯურნალისტმა კითხა აზერ სპორსტ რომ აძლევდა ინტერვიუს მაშინ ორუჯოვმა უთხრა არაფერი განსაკუთრებულიო მთავარი არ შეუტიოო და ჭიდაობა უნდა ჩაუშალოო დრო უნდა გაუწელოო რაც სეიზლებაო და რაც დროს გაიყვან ჩათვალე უეჭველი მოგებული გაქვსო ოქროს დროში თუ გადავიდაო საერთოდ ილეთიც არ გჭირდება თავისით წაიკცევა შავდათუაშვილიო დასცინა რასაც ქვია მაგ ნაბ...მა თათარმა
ტატალას გარდა ვერცერთი ვერ უძლებს დამატებით დროს.
ჭრიკი უძლებდა მაგრად ლიპოც მაგრამ მაგათ გოლდენ სკორში იშვიათად გადაყავდათ მე ვერ ვიხსენებ ჭრიკის და ლიპოს ფიზიკის გამო წაეგოთ ბექა საერთოდ არ აქვს გამძლებოა ეგრევე დამატებითში თევზივით დააღებს პირს ხოლმე იგივე პრობლემა აქვს თუშისაც
ხვალ შავის იმედი მაქვს ძალიან ადვილი ბადე აქვს ნახევარფინალში ერთი ამოსუნთქვით უნდა მივიდეს მერე შეხვდება ანსა და ორუჯოვს შორის მოგებულს ესენი დახოცავენ ერთმანეთს ჰაშიმოტოს განბატარს ჰეიდაროვს ამათ ყველას აცდა ფინალმდე ნახევარფინალამდე მაიციასი ყავს ბოლო ორი ევროპის ორგზის ბრინჯაოს მედალოსანი მაგრამ არამგონია მაციასთან ძაან გაუჭირდეს
ამ წონაში ისეთი შემადგენლობაა, რომ ვაჟას არამგონია შანსი ჰქონოდა მედლისთვის ებრძოლა. მაგრამ გერმანელისთვის მაინც უნდა მოეგო!
2 წუთიც არ დაჭირდა პულიაევს და 3 გაფრთხილება მიაღებინა მაგ სიედლის.
არმეგონა თუ ეს გერმანელი გადაულახავი ბარიერი გახდებოდა ვაჟასთვის, ადრეც მოუგო მემგონი.
ერთხელ წააგო 2015-ში და ერთხელ მოუგო 2106-ში.
2016-ში
ეს სუმოს ლაივი რაღას გათიშეს?
დამატებითში ჭიდაობისთვის მოუმზადებლები ვართ.
როცა მსოფლიოზე მიდიხარ და რამის ამბიცია გაქვს როცა ბადესჰი ბაულ ანი და ჰიფუმი აბე გყავს ვიღაც სიდელ რატო უნდა იტანჯებოდე ვერ ვხდებია ამ ბიჯს უკვე წლეზე მეტია კატასტროფული რეგრესი აქვს და უფსკრულისკენ მიექანება
ესეთი უპირატესობის გაშვება და წაგება მხოლოდ ჩვენ შეგვიძლია : )))
გული დამწყდა
მარგველას წაგებით 
ეჰ რა ანი და რა აბე, ვინ მიგიშვა მანამდე
სად უყურებთ?და შემდეგი ბრძოლა როდის ეწყება ეგებ დაწეროთ.
მორჩა კინო დღეს ნაადრევი ვიხადნოი გვაქვს
ხოო ვნახე სილქზე იპონით წააგოო
პაპინასგან განსხვავებით მარგველას ძალიან არ გაუმართლა ბადეში/ ქართველებიდან ერთ-ერთი ყველაზე რთული ბადე აქვს
ვაჟამ თუ დღეს 1/2 ფინალში და მერე ფინალში გააღწია გმირობის ტოლფასი იქნება, ყველაზე რთული ბადე აქვს, აბეს კი პირიქით.
უკვე შემდეგში საკმაოდ ძლიერ გერმანელს - სიედლის ხვდება, მერე - პულიაევს, ასე რომ მოდუნება ჯერ ადრეა.
მერე ანის და აბეს
ამირანისგან განსხვავებით სულ დაძაბული გრაფიკი აქვს.
რავი ზმაო დაზაბული კი არა კოშმარული გრაფიკი შეხვდა ამ ბიჭს ამან თუ ოქორ დადო ზეგლი უნდა დაუდგან უეჭველი
სალამი ღვთისაა მარგველ!
მარგველ კაი დასაწყისია ეგრე უნდა დააჭედო ანიც და აბეც
აუ რა დააბეყვა ზანგი. ყოჩაღ ვაჟიკო
მარგველას რა შანსი აქვს არ ვიცი საერთოდ იმისთა წილისყრა ერგო ლომის ხახაში ჩავრდა პირდაპი მეოთხედფინალში ბაულ ანი და ნახევარფინალში აბე გამართლებაც ამას ქვია
ლინკი დადეტ კაცურად
stripslashes((strlen('https://live.ijf.org/wc_sen2018/live_video')>0?'https://live.ijf.org/wc_sen2018/live_video':'https://live.ijf.org/wc_sen2018/live_video'))
უცნაური კაცია პაპინა 3-ჯერ შეხვდა საერთაშორისო სარბიელზე ჩხვიმიანს და სამჯერვე წააგო, 2-ჯერ მინიმუმ აქვს წაგებული ლუხუმთან საქართველოზე. არცერთი მოგება და საერთაშორისოზე პაპინა უფრო დებს შედეგებს ვიდრე ლუხუმი.
არა ერთხელ - 2015-ში მოუგო ამირანმა საქართველოზე. ე. ი. 5:1 ანგარიში.
ყოჩაღ