ფეხბურთი

21:56 | 8.02.2020 | ნანახია [] - ჯერ

"დორტმუნდს" ისაკის გამოსყიდვა შეუძლია

შვედეთის ეროვნული ნაკრების და "სოსიედადის" ფეხბურთელს ალექსანდრ ისაკს "დორტმუნდში" დაბრუნება შეუძლია. როგორც Bild-ი იუწყება, გერმანელებმა 2019 წელს ესპანურ გუნდში გაყიდული ფეხბურთელის გამოსყიდვის უფლება დაიტოვეს და შეუძლიათ შვედი 30 მილიონ ევროს სანაცვლოდ დაიბრუნონ.

გერმანული გამოცემა ასევე იუწყება, რომ იმ შემთხვევაში თუ სხვა კლუბი "სოსიედადს" წინადადებით მიმართავს, ვალდებულია "დორტმუნდსაც" შეატყობინოს. მიმდინარე სეზონში ისაკმა ესპანური გუნდის მაისურით 27 მატჩში 13 გოლი გაიტანა. ჯერჯერობით უცნობია "ბორუსიას" პოზიცია. კლუბმა ზამთარში თავდამსხმელის პოზიციაზე ერლინგ ჰოლანდი დაიმატა, ხოლო პაკო ალკასერი გაუშვა.

0.134048