ფეხბურთი

23:23 | 8.02.2020 | ნანახია [] - ჯერ

ლალანა "ლივერპულს" სეზონის ბოლოს დატოვებს

ინგლისელი ფეხბურთელი ადამ ლალანა "ლივერპულს" მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს. აღნიშნულ ინფორმაციას Evening Standard-ი ავრცელებს.

ფეხბურთელს კლუბთან კონტრაქტის ავტომატურად გახანგრძლივებასთან დაკავშირებით მოლაპარაკება არ დაუწყია და შესაბამისად გუნდის დატოვება მოუწევს. ლალანა "მერსისაიდელებმა" 2014 წელს "საუთჰემპტონიდან" დაიმატეს და მას შემდეგ ჩატარებულ 175 მატჩში 22 გოლი გაიტანა და ამდენივე საგოლე გადაცემა შეასრულა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112519