ფეხბურთი

17:30 | 8.02.2020 | ნანახია [] - ჯერ

ანჩელოტი: "იმედია "ლივერპული" ჩემპიონი "გუდისონ პარკზე" არ გახდება"

„ლივერპული“ პრემიერლიგაში საოცრად თამაშობს და მის ჩემპიონობას წინ მხოლოდ დრო უდგას. თუ მოახლოებულ ტურებში იურგენ კლოპი წარმატებულ თამაშს გააგრძელებს და „მანჩესტერ სიტიც“ ქულებს დაკარგავს, შესაძლოა ჩემპიონი 16 მარტს გახდეს.

ამ დღეს კი, ინგლისური გრანდი მერსისაიდულ დერბიში „ევერტონს“ სტუმრად დაუპირისპირდება. კარლო ანჩელოტი იმედოვნებს, რომ მისი გუნდის მთავარი მეტოქე ჩემპიონობას „გუდისონ პარკზე“ არ იზეიმებს.

„ლივერპული“ პრემიერლიგას აუცილებლად მოიგებს. თუმცა, იმედი მაქვს, რომ ეს „გუდისონ პარკზე“ არ მოხდება. ამისთვის ბევრი სტადიო არსებობს, რატომ „გუდისონ პარკი“?, - ციტირებს ანჩელოტის სიტყვებს Sky Sports-ი.

შეგახსენებთ, რომ სეზონის დასრულებამდე 13 ტურით ადრე "ლივერპული" "მანჩესტერ სიტის" 22 ქულით უსწრებს.

0.110385