ფეხბურთი

13:18 | 8.02.2020 | ნანახია [] - ჯერ

"დინამო ბათუმმა" სპარინგები დაგეგმა

საქართველოს ვიცე-ჩემპიონი „დინამო ბათუმი“ თურქეთში მეორე შეკრებას 11-22 თებერვალს გაივლის და ამხანაგურ თამაშებსაც ჩაატარებს. მანამდე კი, დღეს, თბილისში, "ვიტ ჯორჯიას" გაეჯიბრება.

გია გეგუჩაძის გუნდი თურქეთში ხუთ სპარინგშეხვედრას გამართავს და განრიგი ასეთია:

13 თებერვალი: „დინამო“ – „ოლიმპიკი“ (დონეცკი)

16 თებერვალი: „დინამო“ – „დნიპრო“

19 თებერვალი: „დინამო“ – „დესნა“

22 თებერვალი: „დინამო“ – „ლევადია“

კიდევ ერთი ამხანაგური თამაში აჭარულ გუნდს 20 თებერვალს ექნება, მაგრამ მეტოქე ამ დროისთვის უცნობია. შეგახსენებთ, პირველ შეკრებაზე ზღვისპირელებმა სამიდან ორი მატჩი მოიგეს და ერთხელ ფრე ითამაშეს.

0.116586