ეროვნული საკალთბურთო ასოციაციის მორიგ შეხვედრაში გოგა ბითაძის „ინდიანამ“ „ტორონტო რეპტორსს“ უმასპინძლა და მარცხი განიცადა, 106:115.
„პეისერსის“ რიგებში სამწუხაროდ დიდი სათამაშო დრო რომ არ ეთმობა ქართველ ლეგიონერს, ეს უკვე ახალი ამბავი აღარაა. გოგამ პარკეტზე მხოლოდ და მხოლოდ 02:18 წუთი გაატარა. ხსენებულ დროში ბითაძე საკუთარ გუნდს 2 ქულით, 1 მოხსნითა (შეტევაში) და 1 ჩაჭრით შეეწია. როგორც ხედავთ, მიცემული დროის გათვალისწინებით, ურიგო სტატისტიკა სულაც არ უჩვენებია...
„ინდიანას“ რიგებში დომანტას საბონისი გამოირჩა 19 ქულით და 16 მოხსნით, ხოლო „ტორონტოში“ საუკეთესო სერჟ იბაკა იყო - 20 ქულა, 10 მოხსნა. აღსანიშნავია, რომ "პეისერსმა" კანადელებთან მიჯრით მეორედ წააგო ორდღიან ინტერვალში. თავის მხრივ "რეპტორსისთვის" ეს ზედიზედ მე-13 გამარჯვება აღმოჩნდა.
ამასობაში, „ინდიანამ“ ზედიზედ მეოთხე მარცხი განიცადადა აღმოსავლეთ კონფერენციაში 31-21 მოგება-წაგების ბალანსით მეექვსე პოზიციაზეა. მომდევნო შეხვედრას კი, 9 თებერვალს შინ „ნიუ ორლეან პელიკანსთან“ გამართავს.