თურქეთის სუპერლიგის XXI ტურში საბა ლობჟანიძის „ანკარაგიუჯიუმ“ ნანატრი გამარჯვება მოიპოვა. ნანატრი იმიტომ, რომ 29 სექტემბრის შემდეგ, 14 ტურის განმავლობაში ეს არ ჰქონდა გაკეთებული.
ჩვენებურის გუნდი „მალათიასფორს“ ესტუმრა და დაძაბულ ბრძოლაში 1:0 სძლია, ხოლო საბამ შეუცვლელად ითამაშა, აქტიურიც იყო, მაგრამ თავი ვერ გამოიჩინა.
ერთადერთი გოლი კი, 68-ე წუთზე დევერ ორგილმა გაიტანა და საკუთარ გუნდს უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოუტანა.
„ანკარაგიუჯიუს“ 17 ქულა აქვს და ერთი პოზიციით წინ წაიწია, მაგრამ ჯერ კიდევ გასავარდნ ზონაში იმყოფება.