ფეხბურთი

18:31 | 7.02.2020 | ნანახია [] - ჯერ

აგუეროსა და კლოპის პრემიერლიგური რეკორდები

„ლივერპულის“ თავკაცი იურგენ კლოპი პრემიერლიგის იანვრის თვის საუკეთესო მწვრთნელად დასახელდა. აღსანიშნავია, რომ გერმანელმა ეს ჯილდო მიმდინარე სეზონში მეხუთედ მოიგო, რაც ერთი სეზონისთვის რეკორდია.

კლოპმა პეპ გვარდიოლას შედეგი გააუმჯობესა, რომელიც აქამდე პრემიერლიგის თვის საუკეთესო მწვრთნელად ერთ სეზონში ოთხჯერ აღიარეს.

იანვრის საუკეთესო ფეხბურთელად კი, „მანჩესტერ სიტის“ ფორვარდი სერხიო აგუერო დასახელდა, რომელმაც გასულ თვეში 3 მატჩში 6 გოლი გაიტანა. არგენტინელმა აღნიშნული პრიზი მეშვიდედ მოიგო, რაც ფეხბურთელებს შორის ასევე სარეკორდო მაჩვენებელია.

აგუერო პრემიერლიგაში საუკეთესოდ 2013 წლის ოქტომბერში, 2014 წლის ნოემბერში, 2016 წლის აპრილში, 2018 წლის იანვარში, 2019 წლის თებერვალსა და 2020 წლის იანვარში დაასახელეს.

0.105468