“ლოს ანჯელეს ლეიკერსის” 29 წლის კალათბურთელმა ნიკ იანგმა მარჯვენა ხელის ცერა თითის მყესი გაიწყვიტა. აღნიშნულ ინფორმაციას Espn ავრცელებს. ნიკმა ტრავმა ვარჯიშზე კობი ბრაიანტთან ორთაბრძოლისას მიიღო. ამერიკელს ტრავმის მოსაშუშებლად 6-დან 8-კვირამდე დასჭირდება.
იანგმა 2007 წელს NBA-ს კარიერა “ვაშინგტონ ვიზარდში” დაიწყო. 2012-13 წლებში “ლოს ანჯელეს კლიპერსში” თამაშობდა. ამერიკელმა კალათბურთელმა შარშანდელ სეზონში “ლოს ანჯელეს ლეიკერსის” მაისურით 64 მატჩი ჩაატარა და მისი მონაგარი საშუალოდ ერთ მატჩში 17.9 ქულა იყო.