"ბარსელონას" თავისი ყოფილი ფეხბურთელის და ამჟამად "ვულვერჰემპტონის" ნახევარმცველის ადამ ტრაორეს გადაბირება სურს, აღნიშნულ ინფორმაციას Daily Maily-ი ავრცელებს.
წყაროს ცნობით, "ბარსას" წარმომადგენლები მიმდინარე სეზონში ტრაორეს თამაშს აკვირდებიან და მისის გარჯით კმაყოფილები არიან.
ტრაორე "ბარსელონაში" 2012-15 წლებში ირიცხებოდა. თუმცა თამაში ძირითად გუნდში სულ ორჯერ მოუწია. მას შემდეგ ადამი "ასტონ ვილაში" და "მიდლსბროში" თამაშობდა.
"ვულვერჰემპტონის" რიგებში, ტრაორემ მიმდინარე სეზონში 35 შეხვედრა ჩაატარა და ხუთი გოლი გაიტანა.