კალათბურთი

13:45 | 7.02.2020 | ნანახია [] - ჯერ

უესტბრუკს 20 000 ქულა დაუგროვდა

„ჰიუსტონის“ გამთამაშებელმა რასელ უესტბრუკმა „ლეიკერსთან“ (121:111) მოგებულ შეხვედრაში 41 ქულა ჩააგდო.

რასელი ნბა-ს ისტორიაში გახდა 46-ე კალათბურთელი, ვინც 20 000-ქულიანი ზღვარი გადალახა. უესტბრუკს 20 007 ქულა აქვს ჩაგდებული. უესტბრუკის მორიგ სამიზნეს ენტონ ჯამისონი 20 042 ქულა წარმოადგენს.

ნბა-ს ისტორიაში ყველაზე მეტი 38 387 ქულა ქარიმ აბდულ-ჯაბარს აქვს ჩაგდებული.

0.120622