დიდი ვირეშმაკა და ქვეშქვეშა ქალბატონი ბრძანდება ათასვაებანახული ცნობილი მოდელი და მსახიობი პამელა ანდერსონი, რომელიც ვერც წლებმა დააბერა და ვერც ბებიის სტატუსმა შეცვალა. კაცებზეც ძველებურად ნადირობს და თან ისეთი ვინმე ყავს გამოჭერილი, წესით ქალთუნახავობა რომ არ უნდა აწუხებდეს.
უკვე ორ წელზე მეტია, რაც მკერდ-ბარძაყდიადი პამელა, 34 წლის ფრანგ ფეხბურთელს ადილ რამის ხვდება და მიუხედავად იმისა, რომ მათი ურთიერთობა ყოვლად არასტაბილურია, ფაქტია, რომ ჯერჯეობოთ გერლფრენდ-ბოიფრენდობა გრძელდება და ადილ რამი ობობის ქსელში გაბმული ბუზივით მინებებულია ბედს...
ამასობაში გააქტიურდა ადილის ცოლყოფილი, სიდონია ბიემონი, რომელმაც რამდენიმე სკანდალური ინტერვიუ მისცა და ამბობს, რომ ვერაგმა პამელამ მისი ქმარი რაღაც აუხსნელი გზებით მონუსხა და ამის გამო თავს შეურაცხყოფილად გრძნობს. არადა, რამის თანაგუნდელები კი ამბობენ, ამ ბოლო დროს ადილმა ვარჯიშის დროს “როგორ დავემდურო ბედს“-ის ღიღინს მოუხშირაო...