კატალონიის „ბარსელონას“ მთავარმა მწვრთნელმა ხოსეპ ბართომეუმ ბილბაოს „ატლეტიკთან“ (0:1) წაგების შემდეგ სოციალურ ქსელში პოსტი განათავსა და ფეხბურთელებს სრული მხარდაჭერა გამოუცხადა.
ბართომეუ დარწმუნებულია, რომ მისი გუნდი ჩემპიონთა ლიგაზე და ესპანეთის ჩემპიონატში ბოლომდე იბრძოლებს.
„იმედგაცრუებულნი ვართ ესპანეთის თასიდან უსამართლო გამოთიშვით, მაგრამ ვამაყობ ამბიციით და დამოკიდებულებით. ვულოცავთ „ატლეტიკს“ და მადლობას ვუხდით ჩვენს გულშემატკივრებს.
სრული ნდობა მაქვს ტექნიკური სტაფისა და ფეხბურთელების მიმართ, რომელიც ბოლომდე იბრძოლებენ ლა ლიგასა და ჩემპიონთა ლიგაზე“, - დაწერა ბართომეუმ.