ჩოგბურთი

1:39 | 7.02.2020 | ნანახია 894 - ჯერ

საქართველოს მესამე გამარჯვება და ნახევარფინალი ფედერაციის თასზე

ფინეთის დედაქალაქ ჰელსინკში საქართველოს ქალ ჩოგბურთელთა ნაკრები წარმატებულ ასპარეზობას აგრძელებს და ჯგუფიდან უდანაკარგოდ გავიდა. ქართველმა ჩოგბურთელებმა ბოლო ტურში ტუნისისი ნაკრებს დაძაბულ ბრძოლაში, 2:1 აჯობეს.

მარიამ ბოლქვაძე რეიტინგის 45-ე ნომერ ონს ჟობურთან 2:6, 2:6 დამარცხდა, თუმცა ეკო გორგოძემ შირაც ბეჰრის 6:1, 6:3 აჯობა და ანგარიში გაათანაბრა.

გადამწყვეტი წყვილთა შეხვედრა გამოდგა, სადაც ოქსანა კალაშნიკოვა-გორგოძის წყვილმა ჟობური-ბეჰრის დუეტი 6:3, 6:2 დაამარცხა და გამარჯვებაც ქართველებს დარჩათ.

საქართველოს ნაკრები ფედერაციის თასზე ევრო-აფრიკული ზონის ჯგუფიდან გავიდა და 7 თებერვალს ნახევარფინალში ფინეთის ნაკრებს გაეჯიბრება. გამარჯვებული ფინალის საგზურსა და ავტომატურად პირველ დივიზიონში თამაშის უფლებასაც მიიღებს.


კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

16:31 | 07.02.2020
KoRBeN DaLLaS (24842)

მშვენიერი. ნუ, ჟაბერთან გასაგებია...
ფინეთს ჰყავს ვინმე ნორმალური ? გუშინ ვიღაც ორპანა და კულიკოვა ათამაშეს, რეიტინგში 400-ის იქით არიან

0.118883