ფეხბურთი

0:28 | 7.02.2020 | ნანახია [] - ჯერ

"ტორპედოს" მიხეილ აშვეთია გაწვრთნის

ქუთაისის „ტორპედოს“ მიხეილ აშვეთია გაწვრთნის. როგორც კლუბის ვებგვერდი იტყობინება, 42 წლის სპეციალისტის გუნდის ახალი მფლობელი ფაბრიციო მანინო 7 თებერვალს ოფიციალურად წარადგენს.

აშვეთიამ იმერულ გუნდთან ორწლიანი კონტრაქტი გააორმა, ხოლო აქამდე იმავე „ტორპედოში“ კახა ჩხეტიანის ასისტენტად მუშაობდა. უშუალოდ მთავარი მწვრთნელის პოსტზე ეს მისთვის პირველი გამოწვევა იქნება.

აშვეთია საფეხბურთო კარიერაში არაერთ გუნსში უთამაშია, მათ შორის „ტორპედოში“, „კოპენჰაგენში“, „ალანიაში“, „როსტოვში“, მოსკოვის „ლოკომოტივში“, „რუბინში“, „კარლ ცაისში“, „ანჟისა“ და „ნოვგოროდში“.

0.115984