ფეხბურთი

21:53 | 6.02.2020 | ნანახია [] - ჯერ

"საბურთალომ" "ზენიტთან" უშანსოდ წააგო

საქართველოს 2018 წლის ჩემპიონი „საბურთალო“ ესპანეთში შეკრებას აგრძელებს და მეორე სპარინგშეხვედრა გამართა. გია ცეცაძის გუნდი ამჯერად რუსულ „ზენიტს“ გაეჯიბრა და პირდაპირ რომ ვთქვათ, ჯეროვანი წინააღმდეგობა ვერ გაუწია.

ცხადია, „ზენიტი“ ახლა სხვა სიმაღლეზეა და ეს დღევანდელმა ამხანაგურმა თამაშმაც დაადასტურა. რუსული გუნდი სუტორმინმა დააწინაურა, რასაც პირველი ტაიმის მიწურულს ბარიოსის მეორე გოლი მოჰყვა.

მეორე ნახევარში სანქტ-პეტერბურგელთა უპირატესობა კიდევ უფრო გამოიკვეთა. შატოვმა და შამკინმა საბოლოო ანგარიში დააფიქსირეს - 4:0.

„საბურთალომ“ ესპანეთში მეორე სპარინგი წააგო (მანამდე ავსტრიულ „ადმირასთან“ 1:2). მომდევნო ამხანაგურ თამაშს კი, მოსკოვის ცსკა-სთან ჩაატარებს.

„ზენიტი“ – „საბურთალო“ 4:0 (2:0)

გოლები: 1:0 სუტორმინი (21), 2:0 ბარიოსი (38), 3:0 შატოვი (60), 4:0 შამკინი (62)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.120776