ფეხბურთი

20:53 | 6.02.2020 | ნანახია [] - ჯერ

"დინამოს" ფრე თურქულ შეკრებაზე

„დინამო თბილისმა“ თურქულ შეკრებაზე მეოთხე სპარინგ მატჩი გამართა და ისევ ვერ მოიგო. კახა ჩხეტიანის გუნდი ამჯერად სერბულ „რადნიკს“ გაეჯიბრა და ფრე, 2:2 დაფიქსირდა.

პირველი ტაიმი „დინამომ“ თორნიკე კაპანაძის გოლით მოიგო, რასაც მეორე ნახევრის სტარტზევე პავლოვის ზუსტი თავური მოჰყვა. 75-ე წუთზე იოკოჩმა სერბები წინ გაიყვანა. საბოლოო ანგარიში კი ახვლედიანმა დააფიქსირა.

„დინამო“ თურქულ შეკრებას აგრძელებს და ამხანაგურ თამაშს კიდევ ჩაატარებს. აქამდე გამართული ოთხი სპარინგიდან კი, სამჯერ დამარცხდა.

„დინამო თბილისი“ – „რადნიკი“ 2:2 (1:0)

გოლები: 1:0 კაპანაძე (43), 1:1 პავლოვიჩი (47), 1:2 იოკოჩი (75), 2:2 ახვლედიანი (78)

0.123357