ფეხბურთი

19:29 | 6.02.2020 | ნანახია [] - ჯერ

"ვერდერმა" გერმანიის ახალგაზრდული ნაკრების ფეხბურთელი დაიმატა

გერმანიის 21-წლამდელთა ნაკრების მცველი და "ოსნაბრიუკის" ფეხბურთელი ფელიქს აგუ კარიერას "ვერდერში" გააგრძელებს. როგორც ბრემენელთა ოფიციალური ვებგვერდი იუწყება, ფეხბურთელი კლუბს 2020 წლის ზაფხულიდან თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდება.

ფელიქს აგუ წარმოშობით ნიგერიელია და ორივე ქვეყნის მოქალაქეა. მცველი "ოსნაბრიუკის" აკადემიის აღზრდილია და პირველ გუნდში 2018 წლიდან თამაშობს. მიმდინარე სეზონში აგუმ 15 მატჩი ჩაატარა და ექვსი საგოლე გადაცემა შეასრულა. გერმანიის 21-წლამდელთა ნაკრებში ფელიქსი 2019 წლიდან თამაშობს.

0.111079