ფეხბურთი

16:25 | 6.02.2020 | ნანახია [] - ჯერ

მესიმ შესაძლოა "ბარსელონა" დატოვოს

კატალონიის „ბარსელონა“ შესაძლოა ლიონელ მესიმ დატოვოს. ერიკ აბიდალთან საჯარო პოლემიკის შემდეგ არგენტინელის ესპანეთიდან აბარგების შესახებ უკვე აქტიურად საუბრობენ.

მესის „ბარსასთან“ კონტრაქტი 2021 წლის ზაფხულში ეწურება და მისი გამოსასყიდი თანხა 700 მილიონი ევროა, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ ხელშეკრულებას ვადა 1 წელიწადში გასდის, კონტრაქტში არსებული პუნქტით მისი გაწყვეტა და თავისუფალი აგენტის სტატუსით წასვლა დამდეგ ზაფხულსაც შეუძლია.

მესის შესაძლო მსურველთა შორის რამდენიმე კლუბი სახელდება. მათ შორის, „მანჩესტერ სიტი“, „მანჩესტერ იუნაიტედი“, პსჟ, „იუვენტუსი“ და „ინტერი“. ჯერჯერობით სხვა უფრო კონკრეტული დეტალები არ ვრცელდება და მხოლოდ შესაძლო წასვლის საკითხზე მიმდინარეობს მსჯელობა.

0.112931