ჭიდაობა

15:29 | 6.02.2020 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი იანტბელიძემ ევროპის ჩემპიონატისთვის მოჭიდავეთა ნაკრების შემადგენლობა დაასახელა

საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების სამწვრთნელო შტაბმა ევროპის ჩემპიონატზე წასაყვანი შემადგენლობა დაასახელა. კონტინენტის პირველობას 10-დან 16 თებერვლის ჩათვლით რომი უმასპინძლებს. თავისუფალი სტილით მოჭიდავეები იტალიაში 11 თებერვალს გაემგზავრებიან და ხალიჩაზე 14-16 თებერვალს გავლენ.

გიორგი იანტბელიძის გუნდი დასკვნითი შეკრებას დუშეთში გადის, სადაც დღეს, საკონტროლო შეხვედრები გაიმართა და საქართველოს ევროპული განაცხადიც შეივსო.

ევროპის ჩემპიონატზე იჭიდავებენ: 57 კგ - ოთარ გოგავა 61 კგ - ბექა ლომთაძე 65 კგ - ვლადიმერ ხინჩეგაშვილი 70 კგ - მირზა სხულუხია ​74 კგ - ავთანდილ კენჭაძე 79 კგ - ნიკა კენჭაძე 86 კგ - დათო მარსაგიშვილი 92 კგ - ირაკლი მწითური 97 კგ - ელიზბარ ოდიკაძე 125 კგ - გენო პეტრიაშვილი

0.121772