ფეხბურთი

2:58 | 6.02.2020 | ნანახია NaN - ჯერ

ორ კვირაში გავლილი ლა ლიგის სამი გუნდი - დიდი სიურპრიზი ესპანეთის თასზე (+VIDEO)

„მირანდესი“ ერთი არაფრით გამორჩეული, ჩვეულებრივი ესპანური გუნდია, რომელსაც თითქმის ასწლოვან ისტორიაში პრიმერადივიზიონში ერთხელაც არ უთამაშია. „წითლები“ (გუნდის მეტსახელია), 1927 წლიდან დღემდე ძირითადად დაბალ დივიზიონებში გაუთავებელი მოგზაურობითაა ცნობილი და წელსაც ისე მიდის საქმე, ლა ლიგის კარს ნამდვილად ვერ შეაღებს.

ლა ლიგა 2-ში 25 ტურის შემდეგ მე-11 ადგილზეა და საპლეი-ოფო ზონას მხოლოდ სამი ქულით ჩამორჩება, მაგრამ კონკურენცია საკმადო დიდია.

სამაგიეროდ, სასწაულებს ახდენს ესპანეთის სამეფო თასზე და ხუმრობა-ხუმრობაში ნახევარფინალსაც უწია! ანდონი ირაოლას გუნდმა ისტორია გადაწერა, რადგან სათასო ტურნირში ხსენებულ ეტაპს უკვე მეორედ მიაღწია, პირველად 2011-2012 წლების სეზონში, როდესაც სწორედ ირაოლას „ბილბაოსთან“ ორი მატჩის ჯამში 3:8 (1:2, 2:6) დამარცხდა.

დიახ, ანდონი ირაოლა არ მოგესმათ ან არ მოგეჩვენათ - „მირანდესს“ ცნობილი ესპანელი ფეხბურთელი წვრთნის, რომელმაც პროფესიონალური კარიერის უმეტესი ნაწილი მშობლიურ ბილბაოს „ატლეტიკში“ გაატარა და ესპანური ფეხბურთის მოყვარულთათვის ზედმეტი წარდგენაც არ სჭირდება.

„მირანდესმა“ სამეფო თასის მეოთხედფინალში „ვილიარეალი“ 4:2 დაამარცხა და ასე მოახერხა ოთხეულში შესვლა. იქამდე, ლა ლიგის კიდევ ორი ბინადარი ჩამოიშორა გზიდან. ჯერ მეოთხედფინალში ერთი კვირის წინ „სევილიას“ აჯობა (3:1), ხოლო ორი კვირის წინ 1/16 ფინალში ვიგოს „სელტას“ დამატებით დროში (2:1) გაუმკლავდა.

მოკლედ, პატარა ესპანური გუნდი ისტორიას წერს და ხუმრობა საქმე ნამდვილად არაა 14-დღიან ინტერვალში ლა ლიგის სამი წარმომადგენლის დამარცხება. სხვათა შორის, სამივე ისტორიული და ესოდენ სასიხარულო გამარჯვება „მირანდესმა“ მშობლიურ „ესტადიო ანდუვაზე“ მოახერხა, რომელიც სულ რაღაც 6 ათას მაყურებელზეა გათვლილი.

მადა ჭამაში მოდისო და ძნელი წარმოსადგენია „მირანდესის“ შემთხვევაში ასე რომ არ იყოს. სადაც ნახევარფინალია, რატომაც არა ფინალი? სამეფო თასზე საუკეთესო ოთხეული ჯერ სრულად არ დაკომპლექტებულა და ვნახოთ, ვინ იქნება შემდეგი გაჩერება...


კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

15:15 | 24.10.2021
პანტელეიმონი (4347)

აღმაშფოთებელია რაც რუსულენოვან რაგბის საიტზე rugger.info -ზე ხდება ამ დღეებში. თელ-ავივის გუნდთან ენისეი-სტმ წაგების შემდეგ რუსული ჭკუა დაკარგული ფანობა პირდაპირ ლანძღვაზე და ეთნიკური სახის შეურაცხობაზე გადავიდნენ. ჯერ იმას განიხილავდნენ, რომ საქართველო და ისრაელი აზიააო და რატომ თამაშობენ ევროპაშიო და პარალერულად ღირსების შემლახავი სიტყვებით "ამკობენ" ჩვენს ერს. მე, არ ვარ ამ საიტის გამომწერი, მაგრამ დრო და დრო შევდივარ ხოლმე და ვკითხულობ სტატიებს და გულშემატკივრების კომენტარებს. მახსოვს როგორი "პრინციპულობით" რეაგირებდა ხოლმე საიტის ადმინისტრაცია, როცა ქართველი საიტის გმომწერები რუსი გუშემატკივრის თავხედურ კომენტარებზე საპასუხოდ ოკუპაციის თემაზე და რუსულ შოვინიზმზე ჩამოაგდებდნენ ხოლმე საუბარს. მაშინვე ადმინის მიერ გაფრთხილება მოყვებოდა ხოლმე; რომ ეს რაგბის საიტია და არა სარაგბო თემებზე საუბრისგან და ერთმანეთის შეურაცხმყოფელი მიმართვებიდან თავი შეეკავებინათ, თორემ სიტს დაატოვებინებდნენ. შედეგად, rugger.info -ს შეფარული შოვინიზმის და ტენდეციურობის გამო ბევრმა ქართველმა დატოვა საიტი. ორი დღეა ვაკვირდები, მაგრამ საიტის ადმინისტრაცია ყურსაც არ იბერტყავს მათ საიტზე ჩვენი ქვეყნის შეურაცხმყოფელ განნცხადებებზე. მოვითხოვ, თუ ეროვნული ღირსება კიდევ შერჩენია შესაბამის სტრუქტურებს დაბლოკილი იქნეს ეს საიტი და ქართულმა მხარემ ყველანაირი თანამშრომლობა შეწყვიტოს ამ ფაშისტურ საიტთან. ამავე დროს მივმართავ rugger.info -ს ქართველ გამომწერებს დატოვონ ეს საიტი და ეს ფაშისტური პუბლიკა მარტო თავის თავთან. კმარა, გეყოფათ ამდენი შეურაცხობის მოთმენა ! ! !

0.066729