ფეხბურთი

0:25 | 6.02.2020 | ნანახია 1064 - ჯერ

"სამტრედიამ" განას ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი დაიმატა

საფეხბურთო კლუბმა „სამტრედიამ“ ორი ლეგიონერი, სამუელ ინკუმი და ტრაჰინია კრსტევსკი დაიმატა. ამის შესახებ იმერული გუნდის ვებგვერდი ოფიციალურად იტყობინება.

30 წლის ინკუმი განელია და მშობლიური ქვეყნის ნაკრებში 46 მატჩში 1 გოლიც გაუტანია. ინკუმს 2010 წლის მუნდიალზეც აქვს ნათამაშები, როდესაც განა მეოთხედფინალში ურუგვაისთან დრამატულ ბრძოლაში დამარცხდა.

თავიდ დროზე განელს განაპირა მცველს „ბაზელში“, „დნიპროში“, „დისი იუნაიტედში“, „ბოავიშტასა“ და „ანტალიასფორში“ უთამაშია, ხოლო ბოლოს ბულგარული „დუნავის“ ღირსებას იცავდა.

რაც შეეხება 22 წლის კრსტევსკის თავდამსხმელია და „ცრვენა ზვეზდას“ საკუთრებაა, ხოლო ბოლოს იჯარით „რაბოტნიჩკში“ თამაშობდა. მას როგორც სერბეთის, ასევე ჩრდილო მაკედონიის მოქალაქეობაც აქვს.


კომენტარები (6)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

16:14 | 06.02.2020
ბათუმის დინამო ! (229)

ვაუ ტრანსფერიც ამას ქვია საღოოლ ❤❤ ძალიან მაგარი ჩემპიონატი გვექნება წელს

10:42 | 06.02.2020
qomagi (1575)

ინკუმი მახსოვს, კარგად თამაშობდა თავის დროზე და არც ახლა უნდა იყოს მთლად ფარჩაკი. ამაზე ნაკლები დონის ლეგიონერები არ უნდა ჩამოვიყვანოთ

09:25 | 06.02.2020
lagashi (6738)

განის ნაკრებში 46 მატჩი?!!!! ეს არ არის უბრალო ამბავი...

07:31 | 06.02.2020
alfadhirhaiti (7530)

თუ ლეგიონერობაა, ასეთები მაინც მოიწვიეთ, გორის დილამ სად მიაგნო ვიღაც მალაველს და მამაიეს? რა იდეით მოიყვანეს დილაში?

05:52 | 06.02.2020
O. Mertskhali (8101)

ვაუ..

03:44 | 06.02.2020
saamtrediel (960)

კი ძლიერდება ბათუმი და საბურთალო, მაგრამ ყველაზე მივიწყებულ გუნდთან მოუწევთ სასტიკი ბრძოლების გადატანა სამტრედიის სახით. წელს ყველზე დაძაბულ ჩემპიონატს ველოდები და ვნახოთ როგორ გამიმართლდება იმედები.

15:35 | 06.02.2020
batumi90 (258)

გეთანხმები მეგობარო, რაღაც მგონია საუკეთესო ჩემპიონატი გვექნება წელს , საკმაოდ დაძაბული თამაშებით , მითუმეტეს ქუთაისის ტორპეტოზეც კარგი ამბები ისმის, რაც უფრო ბევრი ჯონკურენტუნარიანი გუნდი იქნება ქვეყანაში ეს მხოლოდ და მხოლოდ დადებითად აისახება ჩვენი ფეხბურთზე

16:16 | 06.02.2020
ბათუმის დინამო ! (229)

ბათუმი წელს უკონკურენტო იქნება ჩემი აზრით.რა შემადგენლობით მეორე ადგილი დადეს შარშან და წელს მითუმეტეს შანსი არ აქვს ვინმეს. თბილისის დინამოს შეიძლება სამეულშიც ვერ მოხვდეს, ძაან სუსტი შემადგენლობა ყავთ

0.157557