ფეხბურთი

20:02 | 5.02.2020 | ნანახია [] - ჯერ

დი მარია: "თუ ფიქრობთ, რომ საფრანგეთში კონკურენცია არაა, შეხედეთ პრემიერლიგას"

ფრანგული „პარი სენ ჟერმენის“ შემტევი ანხელ დი მარია საფრანგეთის ჩემპიონატს სუსტად არ მიიჩნევს. არგენტინელმა კონკურენციის არარსებობაზე ინგლისის პრემიერლიგა და „ლივერპული“ მოიყვანა მაგალითად.

„ლიგა 1-ში ბევრი რამ შეიცვალა. ვფიქრობ აქ თამაში რთულია. არ ვიტყვი, რომ პირველი ორი სეზონი ადვილი იყო, მაგრამ მეტოქეები არც ისე ძლიერები იყვნენ. ყველამ ისწავლა პსჟ-ს, „ლიონის“, „მარსელის“ წინააღმდეგ თამაში, ეს ზრდაში გვეხმარება.

ბევრი ამბობს, რომ ლიგა 1 სხვა ჩემპიონატებთან შედარებით სუსტია, კონკურენცია არაა, მაგრამ შეხედეთ პრემიერლიგას, „ლივერპულის“ უპირატესობას სხვებთან შედარებით“, - თქვა დი მარიამ Goal.com-თან საუბარში.

შეგახსენებთ, პსჟ უახლოეს მდევარ „მარსელს“ 15-ქულიანი უპირატესობით უსწრებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111529