ფეხბურთი

18:03 | 5.02.2020 | ნანახია [] - ჯერ

მოურინიო VAR-ის წინააღმდეგ: "ფლეისთეიშენში შეცდომებს არ ვუშვებ"

ლონდონის „ტოტენჰემის“ მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ VAR-ი გააკრიტიკა. პორტუგალიელი „მანჩესტერ სიტისთან“ ბოლო შეხვედრაში ვიდეორეფერის მუშაობით უკმაყოფილო დარჩა.

მოურინიოს ვიდეო, რომელშიც რაჰიმ სტერლინგზე მეორე ყვითელ ბარათს ითხოვდა, ძალზე პოპულარული გახდა. გასულ თამაშში მსაჯების მოქმედებაზე კი, ჟოზეს კიდევ ერთხელ მოუწია კომენტარის გაკეთება.

„თუ მსაჯს არ ეძლევა ეკრანის კონტროლისა და გადაწყვეტილებების მიღების უფლება, მაშინ VAR-ს სახელი უნდა შეუცვალონ და დაარქვან მხოლოდ VR (ვიდეო რეფერი), რადგან მოედნის მსაჯები თამაშში მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს ვეღარ იღებენ. მაიკ დინმა გადაწყვიტა, რომ ეს არ იყო პენალტი, VAR-მა გადაწყვიტა, რომ პენლატი იყო. დინს არ ჰქონდა შესაძლებლობა მისულიყო ეკრანთან გადაწყვეტილების მისაღებად, გადაწყვეტილება კევინ ფრენდმა მიიღო.

მე ვუშვებ შეცდომებს მოედანზე, როგორც ფეხბურთელები და მსაჯები. მაგრამ ვერ მივიღებ VAR-ისგან შეცდომებს, რადგან შეცდომებს მხოლოდ მოედანზე ვუშვებ და არა ფლეისთეიშენის თამაშის დროს“, - თქვა მოურინიომ.

0.113389