ფეხბურთი

17:36 | 5.02.2020 | ნანახია [] - ჯერ

აბიდალი: "ნეიმარი და ლაუტარო "ბარსაში"? შეუძლებელი არაფერია"

კატალონიის „ბარსელონას“ სპორტული დირექტორი ერიკ აბიდალი ზაფხულში ნეიმარისა და ლაუტარო მარტინესის ტრანსფერებს არ გამორიცხავს. ფრანგმა Mundo Deportivo-ს განუცხადა, რომ შეუძლებელი არაფერია.

„ჩვენ დე იონგი ზაფხულამდე ვიყიდეთ და ვიმედოვნებთ, რომ იგივეს კიდევ გავაკეთებთ, რადგან ეს მნიშვნელოვანია. კარგი იქნებოდა გუნდში ისეთი ფეხბურთელების მოსვლა, როგორებიც ნეიმარი და ლაუტარო მარტინესი არიან.

არა, შეუძლებელი არაფერია, ჩვენ ვეცდებით ამაზე ვიმუშაოთ თუ ეს შესაძლებელი იქნება, წინააღმდეგ შემთხვევაში სხვა გზას ავირჩევთ“, - თქვა აბიდალმა.

შეგახსენებთ, „ბარსელონასა“ და „ინტერის“ შემტევებს კატალონელებს გასულ ზაფხულსაც უკავშირებდნენ.

0.126166