ფეხბურთი

10:09 | 5.02.2020 | ნანახია [] - ჯერ

"სამტრედიამ" რუხაია დაიმატა

საქართველოს კრისტალბეთ ეროვნული ლიგის ბინადარმა "სამტრედიამ" გამოცდილი მარჯვენა მცველი გუჯა რუხაია დაიმატა. ამის შესახებ იმერული გუნდის ვებგვერდი ოფიციალურად იტყობინება.

რუხაია ბოლოს „დინამოს“ ღირსებას იცავდა და ყველა ტურნირის ჩათვლით ჩატარებულ 66 შეხვედრაში თავის გამოჩენა ორჯერ მოახერხა.

მანამდე 32 წლის მცველს "ჟემჩუჟინაში", ნალჩიკის "სპარტაკში", "სკა ხაბაროვსკში", "კამაზსა" და "სიბირში" უთამაშია.

0.114694