ფეხბურთი

1:22 | 5.02.2020 | ნანახია 3788 - ჯერ

"თქვით სახელები, ასე ყველას ტალახში სვრით" - მესი აბიდალს საჯაროდ დაუპირისპირდა
განხეთქილება "ბარსელონაში"

კატალონიის „ბარსელონაში“ როგორც ჩანს, განხეთქილებაა. კატალონურ გამოცემა Sport-თან კლუბის სპორტულმა დირექტორმა ერიკ აბიდალმა ერნესტო ვალვერდეს დათხვოვნის მიზეზებზე ისაუბრა.

ფრანგმა განაცხადა, რომ ვალვერდესთან მუშაობით ფეხბურთელები კმაყოფილნი არ იყვნენ და ამიტომ, სამსახურიდან დაითხოვეს. აბიდალის განცხადებას კი, ლიონელ მესი საკუთარ ინსტაგრამში გამოეხმაურა და ყოფილი თანაგუნდელი საჯაროდ გააკრიტიკა.

„ბევრი მოთამაშე არ იყო კმაყოფილი და ამიტომ, ფეხბურთელები ბევრს არ მუშაობდნენ“, - თქვა აბიდალმა.

ფრანგის ამ განაცხადებას ლიონელ მესი ინსტაგრამ სთორით გამოეხმაურა:

„გულწრფელად ვამბობ, რომ არ მომწონს ასეთი რაღაცის გაკეთება, მაგრამ ვფიქრობ, ყველა უნდა იყოს პასუხისმგებელი საკუთარ მოვალეობებზე და პასუხისმგებლობა დაეკისროთ თავიანთ საქმეზე. ფეხბურთელები პასუხისმგებელნი არიან იმაზე, რაც მოედანზე ხდება და ჩვენ პირველები ვართ, რომლებიც ვაღიარებთ შეცდომებს, როდესაც კარგად ვერ ვთამაშობთ. ასევე, ხელმძღვანელებმაც უნდა აიღონ პასუხისმგებლობა მათ მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებზე. და ბოლოს, ვფიქრობ, როდესაც ვსაუბრობთ ფეხბურთელებზე, მაშინ სახელებიც ღიად უნდა დავასახელოთ, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში გულისხმობთ ყველას, სვრით ტალახში და ვრცელდება ჭორები, რომლებიც არ შეესაბამება სიმართლეს“, - დაწერა მესიმ.


კომენტარები (4)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

03:47 | 05.02.2020
ბაბუ პერესი (16691)

ფატი თვითონ მეხუთე ზამენა უნდა იყოს და იმის ზამენაც კი არ ყავს გუნდს.ცენტრიდან ბურთი ვერ ამოაქვთ და კარში ვერ ურტყამენ მესის გარეშე, წინ და უკან სირბილი უწევს კაცს ყველა შეტევის დროს,თვითონ უნდა დაიწყოს ცენტრიდან და მომენტსაც უნდა ჩაუსწროს კარში რომ დაარტყას,სხვას ვერც ბურთი ააქვს და ვერც კარში ურტყამენ,არადა 500 მილიონი დახარჯეს მაგ ამბების მოსაგვარებლად.სასაცილოც აღარაა უკვე ის მდგომარეობა რაშიც მესის უწევს თამაში ბარსაში ბოლო 3-4 წელი და ნაკრებში მთელი კარიერა.სიბერე ჩაამწარეს ტიპს და აბიდალი არიგებს ჭკუას ახლა.ჩავის ორჯერ შევხვდი თავისი გეგმები გამაცნო მაგრამ არ შემითავაზებია მწვრთნელობაო.აბა რისთვის შეხვდა ორჯერ და რატომ გააცნო გეგმები?ბართომეუს პეშკაა და ასახვევია გუნდიდან ესეც.ბართომეუს ბანდა უნდა გაიწმინდოს.ლაპორტა უნდა დაბრუნდეს

12:19 | 05.02.2020
KoRBeN DaLLaS (24838)

კარგი რაა. ამ ყველაფრის ფონზე რაც დაწერე, მაინც ხომ ერთერთი ყველაზე ნაკლებად მორბენალი მოთამაშეა მესი მთელ გუნდში ?

19:04 | 05.02.2020
ბაბუ პერესი (16691)

აღარ შეუძლია მეტი სირბილი ასაკშია უკვე.ერთადერთი დაცვაში არ მუშაობს აქტიურად ანუ პრესინგზე,დალშე შეტევის კუთხით ცენტრიდან საჯარიმომდე დარბის წინ და უკან და მეტი რა უნდა მოთხოვო ამ ასაკის კაცს?

03:38 | 05.02.2020
ბაბუ პერესი (16691)

160 მილიონი გადაიხადა ფეხბურთელში იჯარით გაუშვა.ამ ყველაფრის ფონზე გუნდი ამ სეზონში არის ფატის და ეტიენის იმედზე.მაგ ზამენაც არ ყავს ვინმე ლაურა მაინც ცოტა რომ წაე..ნაურა.წააგებს ლიგაზე და მიადგებიან მერე მესის.მესი ბიძია ღმერთი და ფოკუზნიკი არაა ასეთი საყ..ვეთით რომ მოუგოს დალაგებულ სუპერგუნდებს.ტრავმით თამაშობს ბოლო 1 თვე,საოპერაციოა მაგრამ ამ მდგომარეობის გამო არ იკეთებს ოპერაციას.თან ასაკშიცაა უკვე აღარაა პატარა ბიჭი და მაინც ცენტრში ჩამოდის ბურთი რომ აიტანოს გუნდმა არადა 240 მილიონი დახარჯეს ცენტრისთვის ბურთი რომ მიეტანათ მესიმდე.ნაკრებში უარესი კომიკური სიტუაციაა,უყურებენ მესის და არიან.მესიმ უნდა მოუგოს თურმე უმწვრთნელო გუნდით რომელსაც სასტავში რასინგის და ხიმნასია ლაპლატას ზამენები ყავს სუპერგერმანიას და სუპერ საფრანგეთს.არ ხდება ეგრე თანამედროვე ფეხბურთში.ესეც არ იღებს ხმას და იფუჭებს კარიერას

03:04 | 05.02.2020
ბაბუ პერესი (16691)

ეგ 500 მილიონის ზარალი როგორ უნდა ამოიღოს კლუბმა?დემბელე-კოუტინიო რომ გაყიდონ რამდენს მიცემენ?გრიზმანიც გასაყიდია და ეგეც რომ მიაყოლონ რამდენი უნდა მიცენ?200 მილიონს ვერ აიღებენ სამივეში ერთად ჯამში ისეთ ფორმაში არიან ეხლა.ნუ დემბელე ცალკე ფენომენია საერთოდ,ტიპი სულ ტრავმირებულია ძილშიც ტრავმას იღებს და ვინ იყიდის?ბერდება მესი,ბერდება სუარესი,ბერდება ბუსკეცი,ბერდება პიკე.ამ 4 ფეხბურთელის შემცვლელები დღეის ფასებით 700 მილიონი დაუჯდება კლუბს და ამან არაფრისგან 500 მილიონ ზარალში გადააგდო კლუბი ზუსტად თაობის ცვლის წინა პერიოდში.დააქცია ბარსელონა მაგის დედას შევ..არე მაგისას.რომ მქონდეს შესაძლებლობა დიდი სიამოვნებით ჩავწიხლავდი იმის გამო რაც ბოლო 3-4 წელიწადში ბარსელონას გაუკეთა მაგ მადრიდიდან მიგზავნილმა პერესის კრისამ.ანდრე გომეშზე რა გააკეთა კიდევ ახალი ზიდანი გამოიყვანა ხალხის თვალში.პრესა რომ მოსყიდული ყავს და რასაც უნდა აწერიებს და აბოლებს ხალხს ეგ ცალკე თემაა კიდევ.ყველა ფანჯარაზე სუპერ ტრანსფერს და მწვრთნელს პირდება იმ გაზეთებიდან ქომაგს ბოლოს იჩითება ბოატენგი ვალვერდე და ეტიენი.ამ ხალხსაც ჯერავთ და ოცნებობენ.თქვე დალოცვილებო(ვისაც ბართომეუს პრესის დაწერილის ჯერავს) ვიღა უნდა იყიდონ 500 მილიონი გაფლანგა არაფერში და ვალებში იხრჩობა კლუბი.ყიდვა კი არა გაყიდვებია გასაკეთებელი რითაც კიდევ უფრო დასუსტდებიან

02:46 | 05.02.2020
ბაბუ პერესი (16691)

მიტომ მოვ..ყან ზოგადად პოლიტიკას დედა.პოლიტიკის გამო ხდება (კატალონიის დამოუკიდებლობის) ის რომ ბარსა დღეს ასეთ დღეშია და ხალხი ხმას არ იღებს.გადააკვდნენ ტიპები მაგ თემას და ბარსას სათანადო ყურადღებას აღარ აქცევენ.ამ ყველაფრით იდეალურად სარგებლობს ბართომეუ რომელმაც უბრალოდ გაანადგურა კლუბი.500 მილიონი დახარჯა ტიპმა დემბელე-კოუტინიო-გრიზმან-დეიონგში და ვერცერთმა ამ ტრანსფერმა შედეგი ვერ გამოუღო.მიზეზი მარტივია შედეგის მიუღებლობის,ეგ ტრანსფერები ყველა გაკეთდა სახელად ტრანსფერებისთვის იმისთვის რომ ეთქვათ ტრანსფერი გავაკეთოთო თორემ რეალურად იგივე გრიზმანი და დემბელე საერთოდ არაფერში არ ჭირდებოდა გუნდს.კოუტინიო საყიდელი იყო და მაგაში ვერ გავამტყუნებ ბართომეუს ისევე როგორც დეიონგი მაგრამ აქაც გასამტყუნებელია და ამ შემთხვევაში მიზეზი არის მწვრთნელი რომელიც ბართომეუს ყავდა ვალვერდეს სახით.ვალვერდემ გააფუჭა კოუტინიოც და დეიონგიც რას თამაშობს თვითონაც არ იცის.ტიპმა უბრალოდ გაანადგურა ბარსა და იმდენად უსინდისოა კიდევ ახალი ვადით უნდა მოსვლა.მაგის ადგილზე ნებისმიერი ადამიანი დატოვებდა კლუბს მაგრამ ბართომეუ და სინდისი არ შეესაბამებიან ერთმანეთს.მწვრთნელებს რომ დავუბრუნდეთ,რომელ ნორმალურ პრეზიდენტს უნდა მოგივიდეს აზრად ვალვერდეს ან ეტიენის ბარსას მწვრთნელად დანიშვნა?ბარსელონაა ეს დედააფეთქბული ლევანტე კი არაა მისი დონის მწვრთნელი რომ მოგყავს.მაგრამ სპეციალურად აქცევს კლუბს,უსპობს ფილოსოფიას,უნგრევს ბიუჯეტს და უსპობს სახელს.ყიდის თამაშებს ,აკეთებს მაყუთს და არის თბილად სკამზე.ისე დააქცევს კლუბს რომ(უკვდ დააქცია)ვინც არ უნდა მივიდეს კაიხანი ვერ დააყენებს ფეხზე მაინც.ნეიმარის გაყიდვის მერე რასაც ქვია სისულელეები აკეთა.იმდენს ვერ მიხვდა რომ(ან არ მიხვდა)მარცხენა ვინგერი დააკლდა გუნდს და ისევ მარცხენა ვინგერი უნდა ეყიდა და არა 500 მილიონის გადაყრა ფეხბურთელებში რომლებიც მათი პოზიციებიდან გამომდინარე არ ჭირდებოდა ბარსას.პაულინიოსნაირი ფულის გათეთრების ტრანსფერებზე აღარაფერს ვიტყვი.მოკლედ ბართომეუ არის ფეხებით დასაკიდებელი და დროზე უნდა გაუშვან სანამ მილანზე უარესი ბედი ეწია ბარსას

0.141675