კალათბურთი

23:51 | 4.02.2020 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი შერმადინის შედეგიანი თამაში და "ტენერიფეს" დრამატული მარცხი ჩემპიონთა ლიგაზე

საკალათბურთო ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპი დრამატული მარცხით დაასრულა გიორგი შერმადინის „იბეროსტარ ტენერიფემ“. ესპანური გუნდი მე-14 ტურში გერმანულ „ბამბერგს“ ესტუმრა და ოვერტაიმში 96:98 წააგო.

შეხვედრა მეტად დაძაბული გამოდგა, თითქმის მთელი თამაში თანაბარ ბრძოლაში მიმდინარეობდა და ძირითადი დრო 87:87 დასრულდა, ხოლო დამატებით ხუთწუთეულში გერმანელებმა ორი ქულით იმარჯვეს.

შერმადინი საკუთარი გუნდის რიგებში საუკეთესო იყო. ქართველმა ცენტრმა 33:33 წუთში 15 ქულა, 8 მოხსნა, 5 პასი და 2 ჩაჭრა მიითვალა. გიორგიმ 10-დან 6 ორქულიანი (60%) და 4-დან 3 საჯარიმო (75%), მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი კი 22-ს გაუტოლდა, რაც მთლიანად შეხვედრაში არა, მაგრამ ესპანელთა შემადგენლობაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელი გამოდგა.

„იბეროსტარ ტენერიფეს“ ჯგუფიდან გასვლა აქამდეც გარანტირებული ჰქონდა ამ წაგებამ მხოლოდ პირველი ადგილი დააკარგვინა. საბოლოოდ, ესპანელები 11 მოგებისა და 3 წაგების ბალანსით მეორე ადგილზე გავიდნენ და 1/8 ფინალში ითამაშებენ.

0.167153