„საბურთალომ“ ესპანურ შეკრებაზე პირველი ამხანაგური თამაში გამართა და ავსტრიულ „ადმირასთან“ 1:2 დამარცხდა. სამივე გოლი შესვენების შემდეგ გავიდა.
თავდაპირველად ავსტრიული გუნდი დაწინაურდა, რასაც ლევან ყენიას ზუსტი ჯარიმა და ანგარიშის გათანაბრება მოჰყვა, ხოლო გამარჯვების გოლი „ადმირამ“ მე-80 წუთზე გაიტანა. აღნიშნულ შეხვედრაში ითამაშა ჰოლანდიელებმა ოპდამ ლევიმ და იურიხ კაროლინამ, რომლებიც გუნდში სინჯებზე იმყოფებიან.
„საბურთალომ“ დღევანდელ შეხვედრაში შემდეგი შემადგენლობით ითამაშა:
პირველი ტაიმი: ლ.კუპატაძე, მარგველაშვილი, ბლიკი, კაკუბავა, ლევი, კაროლინა, გოშთელიანი, მაჭარაშვილი, ლუმუ, კოხრეიძე, ქავთარაძე
შეცვლაზე შევიდნენ: ყენია, გაბედავა, ჭიჭინაძე, გრიგალაშვილი, ტაბატაძე, ალთუნაშვილი, ჟარდელი, ლაკვეხელიანი, ცნობილაძე
მომდევნო მატჩს გია ცეცაძის გუნდი 6 თებერვალს, სანქტ-პეტერბურგის „ზენიტის“ წინააღმდეგ ჩაატარებს.