ფეხბურთი

20:08 | 4.02.2020 | ნანახია [] - ჯერ

ზედიზედ მესამე წელია ნეიმარი საკუთარ დაბადების დღეზე ტრავმირებულია

2018 წლის თებერვალი, 2019 წლის თებერვალი და 2020 წლის თებერვალი - ნეიმარი ტრავმირებულია. ბრაზილიელი ფეხბურთელი 5 თებერვალს იუბილარია, 28 წლის ხდება. 2018 და 2019 წლებში საკუთარ დაბადების დღეზე ყოველთვის ტრავმირებული იყო.

ახლაც, ისტორია განმეორდა. 5 თებერვალს, თბილისის დროით 00:05 საათზე პსჟ „ნანტს“ დაუპირისპირდება, მაგრამ ბრაზილიელი შემტევი ნეკნის დაზიანების გამო საკუთარ გუნდს ვერ დაეხმარება და იუბილესაც დაუბრკოლებლად აღნიშნავს.

ცხადია, შესაძლოა უბრალოდ დამთხვევასთან გვაქვს საქმე, მაგრამ ფაქტი უტყუარია. სხვათა შორის, ეს ყველაფერი არაა - ბოლო წლებში ნეიმარი საკუთარი დის დაბადების დღესაც ტრავმირებული ხვდება და ეს თარიღიც ახლოვდება. ვინ იცის, ტრადიცია არც ამჯერად დაარღვიოს.

თეგებინეიმარიპსჟ
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111714