სხვა

19:36 | 4.02.2020 | ნანახია [] - ჯერ

"დინამოს" მერვე წაგება წყალბურთის ჩემპიონთა ლიგაზე

წყალბურთის ჩემპიონთა ლიგაზე „დინამო თბილისმა“ მერვე ტურის შეხვედრა საკუთარ მოედანზე იტალიურ „პრო რეკოსთან“ ჩაატარა და დიდი ანგარიშთ 3:13 დამარცხდა.

„პრო რეკო“ ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია და ბუნებრივია შედეგი მოულოდნელი არ ყოფილა. იტალიელები მთელი თამაში დომინირებდნენ და პირველივე პერიოდში მოპოვებული სერიოზული უპირატესობა ხელიდან არ გაუშვიათ.

დინამოელთა რიგებში გოლები ზურაბ რურუამ, გიორგი მესხმა და ბორის ვაპენსკიმ გაიტანეს.

„დინამო“ B ჯგუფში რვიდან რვა წაგებით უქულოდ ბოლო ადგილზე იმყოფება. მომდევნო ტურის მატჩს კი 21 თებერვალს, სტუმრად გერმანიაში, „ჰანოვერთან“ ჩაატარებს.

„დინამო“ – „პრო რეკო“ 3:13 (0:3, 2:6, 1:3, 0:1)

0.121327