ფეხბურთი

21:15 | 4.02.2020 | ნანახია [] - ჯერ

“ლივერპული“ ალისონს და ვან დეიკს კონტრაქტს გაუხანგრძლივებს

„ლივერპული“ გუნდის მცველ ვირჯილ ვან დეიკს და მეკარეს ალისონს კონტრაქტს გაუგრძელებს, აღნიშნულ ინფორმაციას Independent-ი ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, გუნდი ფეხბურთელებს კონტრაქტს ზაფხულში გაუხანგრძლივებს.

რამდენიმე დღის წინ „იუვენტუსმა“ ვან დეიკის გადაბირებაზე მუშაობა დაიწყო და 180 მილიონი ევროც გამოყო, როგორც ჩანს „მერსისაიდელების“ თავკაცებს ვან დეიკის გაშვება არ უნდათ.

მიმდინარე კონტრაქტით ჰოლანდიელს გუნთან ხელშეკრულება 2023 წლამდე აკავშირებს, ხოლო ალისონს - 2024 წლამდე.

0.14108