ვეტერანი ინგლისელი ფორვარდის პიტერ კრაუჩის ცოლი, ყოფილი მოდელი ები (აბიგაილ) კლენსი ბოლო წლებში დღენიადაგ იმას იმეორებდა, რომ თუკი ქმარი დაითანხმა, შესაძლოა საცხოვრებლად საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში გადაბარგდეს და საბოლოოდ დატოვოს ნისლიანი ალბიონი.
ები კლენსის ეს სურვილი აქამდეც საყოველთაოდ იყო ცნობილი და ბრიტანეთში ბევრი კიდეც ქილიკობდა ამ უცნაური და ეპატაჟური ქალის აჩემებაზე. თუმცა, ახლა საქმე იქითკენ მიდის, რომ არაა გამორიცხული დანაქადნები რეალურად აასრულოს და მართლაც დამკვიდრდეს ყველა მოდელისთვის საოცნებო ქალაქში.
როგორც გაირკვა, ამ ერთი კვირის წინ, პიტერ კრაუჩი და მისი ცოლი საფრანგეთში იმყოფებოდნენ და გავრცელდა ჭორი იმასთან დაკავშირებითაც, რომ წყვილი პარიზში გამალებით ეძებს სახლს. ამას ისიც ემატება, რომ პიტერ კრაუჩსაც დაუწუწუნია, ყველაფრისგან დავიღალე და მშვიდი ცხოვრება მომენატრაო. პარიზში მშვიდი ცხოვრება რანაირად გამოვა - ეს სხვა ამბავია...