თბილისის „საბურთალომ“ ლევან მაჭარაშვილი დაიმატა. 22 წლის ფეხბურთელი რამდენიმე კვირა ვარჯიშობდა გია ცეცაძის გუნდში, ამჯერად კი, კონტრაქტს ხელი მოაწერა.
მხარეებს შორის 1+1-წლიანი კონტრაქტი გაფრომდა. მაჭარაშვილი ბოლოს სომხეთში, „ლორის“ ღირსებას იცავდა, იქამდე კი ლიეტუვის „სტუმბრასის“ ფეხბურთელი იყო.