სხვა

12:39 | 4.02.2020 | ნანახია [] - ჯერ

წყალბურთის ჩემპიონთა ლიგაზე „დინამო თბილისი“ იტალიურ კლუბს დაუპირისპირდება

„დინამო თბილისი“ წყალბურთის ჩემპიონთა ლიგაზე თამაშს განაგრძობს. რევაზ ჩომახიძის გუნდი C ჯგუფის მერვე ტურის მატჩს დღეს, თბილისში, იტალიურ „პრო რეკოსთან“ გამართავს.

„დინამო“ ჩემპიონთა ლიგაზე პირველად თამაშობს და პირველ წრეში გამართული 7 მატჩიდან ყველა წააგო. შედეგად, ჯგუფში 0 ქულით ბოლო, მერვე ადგილზე იმყოფება. დღევანდელ შეხვედრაში კი დედაქალაქურ გუნდს მიხეილ ბაღათურია და დამირ ცრეპულია დააკლდებათ.

რაც შეეხება „პრო რეკოს“, ჩემპიონთა ლიგის ერთ-ერთი მთავარი ფავორიტია და ჯგუფს 17 ქულით ლიდერობს. ამ გუნდების პირველი დაპირისპირება იტალიაში მასპინძლებმა დიდი ანგარიშით 24:9 მოიგეს, უშუალოდ განმეორებითი შეხვედრა კი დღეს, თბილისის დროით 18 საათსა და 30 წუთზე გაიმართება.

0.127508