ფეხბურთი

12:14 | 4.02.2020 | ნანახია [] - ჯერ

"ელ კლასიკოს" ჩატარების თარიღი ცნობილია

„ელ კლასიკოს“ ჩატარების ტარიღი ცნობილია. ესპანეთის ლა ლიგის ხელმძღვანელობის ცნობით, 2019-2020 წლების სეზონის განმეორებითი შეხვედრა პირველ მარტს გაიმართება.

„სანტიაგუ ბერნაბეუზე გასამართი მატჩი თბილისის დროით 23 საათსა და 59 წუთზე დაიწყება.

აქვე გეტყვით, რომ 22 ტურის შემდგომ ესპანეთის ჩემპიონატს მადრიდის „რეალი“ 49 ქულით ლიდერობს. „ბარსელონას“ კი 46 ქულა აქვს და მეორე პოზიციაზე იმყოფება. ამ გუნდების პირველი დაპირისპირება 18 დეკემბერს შედგა და აღნიშნული მატჩი ფრედ, 0:0 დასრულდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114586