ფეხბურთი

1:50 | 4.02.2020 | ნანახია [] - ჯერ

ანჩელოტის ეფექტი: იტალიელმა "ევერტონი" გააღვიძა

ლივერპულის „ევერტონში“ კარლო ანჩელოტის ეფექტი კარგად მუშაობს. იტალიელი სპეციალისტის ხელმძღვანელობით მერსისაიდელებმა წარმატებით თამაში დაიწყეს და გასავარდნი ზონის სიახლოვეც დატოვეს.

უფრო მეტიც, ახლა „ევერტონს“ ევროპა ლიგის ზონას მხოლოდ 4 ქულა აშორებს და ბუნებრივია, ასე თუ გააგრძელებს, შესაძლოა იქ შესვლაც მოახერხოს. თანაც, პრემიერლიგაში მასზე წინ მყოფ გუნდთა უმეტესობა არასტაბილურად ირჯებიან.

7 თამაში, 4 მოგება, 2 ფრე და 1 წაგება - ასეთია ანჩელოტის მონაგარი ლივერპულულ გუნდში. ეს ერთადერთი მარცხი „მანჩესტერ სიტისთან“ (1:2) იყო, ხოლო დანარჩენ შემთხვევაში „ევერტონი ჩინებულად გამოიყურება. ბოლო ტურში „უოტფორდთან“, საერთოდაც ორბურთიანი ჩამორჩენა აღმოფხვრა და 3:2 მოიგო.

კმაყოფილნი არიან „ევერტონის“ ქომაგებიც, რომლებიც იტალიელს უკვე უმღერიან და ტრიბუნებზე ბანერიც გაჩნდა: „ფანტასტიკური კარლო, ბრწყინვალე კარლო“...

0.147531