ფეხბურთი

15:39 | 3.02.2020 | ნანახია [] - ჯერ

ლევანდოვსკი პოლონეთის საუკეთესო ფეხბურთელად მერვედ დაასახელეს

მიუნხენის „ბაიერნის“ თავდამსხმელი რობერტ ლევანდოვსკი პოლონეთის 2019 წლის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა. გამოცდილმა ფორვარდმა აღნიშნული ჯილდო კარიერაში მერვედ მოიგო.

2011-2017 წლებში რობერტი ზედიზედ შვიდჯერ დაასახელეს სამშობლოში საუკეთესოდ, ხოლო 2018 წელს მას „ვესტ ჰემის“ მეკარემ, ლუკაშ ფაბიანსკიმ აჯობა. ამჯერად, „რეკორდმაისტერის“ ბომბარდირმა საუკეთესოს წოდება დაიბრუნა.

„დიდი მადლობა პოლონეთის 2019 წლის საუკეთესო მოთამაშის ტიტულისთვის“, - დაწერა ტვიტერში რობერტმა.

შეგახსენებთ, რომ 2019 წელს ლევანდოვსკიმ ეროვნული ნაკრებისა და „ბაიერნის“ მაისურით ჩატარებულ 54 თამაშში 58 გოლი გაიტანა.

0.117984